საქველმოქმედო კონცერტი ლიზი დიასამიძის დასახმარებლად

საქველმოქმედო კონცერტი  ლიზი დიასამიძის დასახმარებლად

2018 წლის 22 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წევრების, ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდა მომღერლები, მათ შორის ,,იქს-ფაქტორის" გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე, ქორეოგრაფები და ახალგაზრდა პოეტები ღებულობდნენ. პროგრამის მომზადება და ბილეთების გაყიდვა ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად განახორციელეს. კონცერტი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 6 წლის ლიზი დიასამიძის დასახმარებლად გაიმართა. საქველმოქმედო კონცერტის ჩატარების იდეა ახალგაზრდებს, როგორც თვითონ აღნიშნეს, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისის დეინა ვაისის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე გაუჩნდათ.