საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში დასრულდა

დღეს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დახურულ დარბაზში. მასში მონაწილეობას ღებულობდა: თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის სპორტსმენები, დღესვე გამოვლინდნენ ჩემპიონები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები. 4 დღის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში 18+18 დისტანციის მანძილზე მიმდინარეობდა.

  ქალთა შორის, პირველი ადგილი ქრისტინე ესებუა (თბილისი), მეორე ადგილი ციკო ფუტკარაძე (აჭარა), მესამე ადგილი თეო კუტალაძე (თბილისი).

  მამაკაცთა შორის, პირველი ადგილი ლაშა ფხაკაძე (ქუთაისი) , მეორე ადგილი ზურაბ მესტვირიშვილი (თბილისი), მესამე ადგილი ჯაბა მოსეშვილი (ქუთაისი). ახალგაზრდა გოგონები, პირველი ადგილი მირანდა კვერნაძე (თბილისი), მეორე ადგილი ვერიკო მაკიევი (თბილისი), მესამე ადგილი ანა დუმბაძე (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა) . ახალგაზრდა ვაჟები, პირველი ადგილი ანრი ბასილაძე (ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა), მეორე ადგილი ნიკა თავდგირიძე (ხელვაჩაურის სასაპორტო სკოლა), მესამე ადგილი თემური მაკიევი (თბილისი).

  მონაწილები მედლებით,სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.ჩემპიონატი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის დაფინანსებით და ხელშეწყობით ჩატარდა.

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა ულოცავს მონაწილეებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.