სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ბავშვთა შრომა"

სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ბავშვთა შრომა"

ბავშვთა შრომა-პრობლემის გამომწვევი მიზეზები, პრობლემის დაძლევის არსებული გზები და მოზარდების ხედვა თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ბავშვთა შრომის შემთხვევები-აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც წარუძღვა ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" წარმომადგენელი სოფო ბაჩილავა. სამუშაო შეხვედრას დაესწრო სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მალვინა მამუჭაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდები და ახალგაზრდები