სამუშაო შეხვედრა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და მერიის შესაბამისი სამსახურების ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალური საბჭოს შექმნის საკითხი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ოჯახებში ძალადობის ფაქტებთან ბრძოლის საკითხებზე იზრუნებს. შეხვედრაზე მოწვეული იყო ხელვაჩაურის რესურსცენტრის, სოციალური სააგენტოსა და დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები. განხილული იქნა რამოდენიმე ოჯახის პრობლემური საკითხი და მათი გადაწყვეტის გზები.