სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის წყლის და წყალარინების საპილოტე ტერიტორიების შერჩევის საკითხზე

სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის წყლის და წყალარინების საპილოტე ტერიტორიების შერჩევის საკითხზე

აჭარის დაბებისა და სოფლების წყლის და გაწმენდილი წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს.
პროგრამის დეტალებთან და საპილოტე ტერიტორიების შერჩევასთან დაკავშირებით, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ჯუმბერ ვარდმანიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ამ ეტაპისთვის, ხელვაჩაურში საპილოტე ტერიტორიების შერჩევა მიმდინარეობს ქვედა სამებაში, ახალშენში და წიქარეულის დასახლებებში.
საპილოტე პროექტის მიზანია თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩეს მცირე დასახლებული პუნქტები, შემდგომში დასაგეგმი სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალების განსაზღვრისთვის.