სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან

დღეს, ხელვაჩაურის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე იყო განხილული რამოდენიმე საკითხი, მათ შორის: ბაღებში პანდუსების მოწყობა, სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, თანამშრომლების გადამზადება და ბაღების ახალი სასწავლო წლისათვის მზაობა. ასევე აღსანიშნავია ბაღების ეზოს მოპირკეთების საკითხი, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2019 წლის ბიუჯეტში.
შეხვედრას ხელვაჩაურის მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე წარუძღვა.