სამუშაო შეხვედრა - ევროკავშირი საქართველოსთვის

სამუშაო შეხვედრა - ევროკავშირი საქართველოსთვის

დღეს 11:00 საათზე ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ,,მუნიციპალიტეტის თნამშრომლების უნარების გაძლიერება ოჯახის მოწყვლადობისა და ბავშვთა ძალადობის საკითხებზე ეფექტურად მუშაობისათვის’’ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ წარადგინა პრეზენტაცია აღნიშნული მიმართულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს უკვე არსებული მიღწევები და კვლავ არსებული გამოწვევები, ასევე მიმოიხილეს განსხვავებული მუნიციპალური პრაქტიკა და შეთანხმდენენ სამომავლო მოქმედებებზე.