სამუშაო შეხვედრა ახალშენის საჯარო სკოლაში

ახალშენის საჯარო სკოლაში „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა სათემო შეხვედრები გამართა. სამუშაო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ( ახალშენის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ) მინდია დიასამიძე, გენდერის საკითხებში მერის რეფერენტი მაგდა მალაყმაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რა პრობლემებია თემში, ბავშთა ძალადობის ფაქტებზე ოპერატიულად რეაგირებაზე, პრობლემის აღმოფხვრის გზებზე,ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე ამ და სხვა თემებზე იმსჯელსეს დღეს ასოციაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადჰენლებმა.
„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით აჭარის რეგიონში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამუშაო ძალის უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რათა მოახდინონ ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირება.
თანამშრომლობის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიი 1 წლის განმავლობაში პერიოდულად ტრენინგები და სამუსაო შაეხვედრები ტარდებოდა.