სამედიცინო მედიკამენტები პჯდ ცენტრებისათვის

სამედიცინო მედიკამენტები პჯდ ცენტრებისათვის

დღეს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და აბულატორიის ექიმებს პირველადი მოხმარების სამედიცინო მედიკამენტები გადასცეს. 29 304 ლარის ღირებულების სამედიცინო მედიკამენტების შესყიდვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ფარმამ’’ უზრუნველყო.