საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე 51 საკითხი განიხილეს

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე  51 საკითხი განიხილეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის  სხდომა გაიმართა . სხდომაზე განხილული იქნა 51 საკითხი. აღნიშნული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 15 მოთხოვნა, მათგან 11 საკუთრების უფლების აღიარებასთან , ხოლო 4 რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. 31 განმცხადებელს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვათ ვინაიდან მათ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა კერძო საკუთრების მიმდებარეს და არც 2007 წლამდე აშენებული შენობა-ნაგებობა იყო განთავსებული. ხოლო 5 მოქალაქის განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება.