საკრებულოში პეტიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოკრატიის ინსტიტუტს უმასპინძლეს

საკრებულოში პეტიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოკრატიის ინსტიტუტს უმასპინძლეს

დღეს საკრებულოში  „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოში შექმნილი პეტიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში ინიცირებული პეტიციები განიხილეს. მხარეებმა ისაუბრეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დანერგილი პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზე. ამ სერვისის შესახებ მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობის, იმ მუნიციპალიტეტებისთვის კი რომელსაც ეს სისტემა ჯერაც არ დაუნერგავს, დანერგვისა და საკუთარ ვებ-გვერდებზე ადაპტირების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა არჩილ ხახუტაიშვილმა აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი სამაგალითოა პეტიციების განხილვის პრაქტიკის მხრივ. სწორედ ეს მუნიციპალიტეტი იყო ერთ-ერთი მოწინავე, რომელმაც საკრებულოში პეტიციების რეგისტრაციისთანავე შექმნა სამუშაო ჯგუფი და პეტიციების განხილვის ახალი პრაქტიკა ჩამოაყალიბა.