საკრებულოში მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების მიერ 3 პეტიცია იქნა შემოტანილი

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემდგომი განხილვის მიზნით სამი პეტიცია დარეგისტრირდა. პეტიციები საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად მომზადდა.
პეტიციის წარმდგენი პირები ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის მკვიდრები არიან.წარდგენილი პეტიციების თანახმად სოფელ აჭარისწყალში არსებული კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას, სოფელ ფერიაში საჯაროს სკოლის მიმდებარედ საკანალიზაციო ქსელის, სოფლებში კაპრეშუმსა და ზედა სალიბაურში ბაღის მშენებლობას მოითხოვენ.
აღნიშნულ პეტიციებს საკრებულოში არსებული სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით შეისწავლის