დღეს ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა. სხდომაზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ხუთივე პეტიციის შესახებ გააკეთა მოხსენება, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრებსა და პეტიციის წარმომდგენ მოქალაქეებს გააცნო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში, სადაც პეტიციის წარმოდგენის დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებით დამისამართება გაკეთებულია, აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხი გადაწყდა დადებითად, რაც შეხება სოფელ წინსვლაში #20 ქუჩის რეაბილიტაციის საკითხს, აღნიშნული გზის მონაკვეთი 1200 გრძივ მეტრს შეადგენს მთლიანი ღირებულება კი 135000 ლარს, რომლის განხორციელება მოხდება შესაბამისი პროექტის მომზადების შემდეგ.
დადებითად გადაწყდა აგრეთვე სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აშენების საკითხი, ერგეში საბავშვო ბაღის მშენებლობა შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფისა და პროექტის მომზადების შემდეგ დაიწყება.
სოფელ ახალსოფელში მოსახლეობის მოთხოვნისამებრ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, ამ შემთხვევაშიც პირველ ეტაპზე მომზადდება პროექტი და შემდგომ დაიწყება აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელება.
სოფელ მახოში კულტურის ცენრტის აშენების შესახებ გადაწყდა, რომ სოფელში არსებულ ამორტიზირებულ კლუბის შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.