საკრებულოს წევრებმა უხუცესს ფადიმე ქათამაძეს ძველით ახალი წელი მიულოცეს

საკრებულოს წევრებმა უხუცესს ფადიმე ქათამაძეს ძველით ახალი წელი მიულოცეს

ძველით ახალი წელი ფადიმე ქათამაძისათვის მოულოდნელი სიხარულით დადგა.
ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ამავდროულად მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები სოფელ მახვილაურში მცხოვრებ 102 წლის უხუცესს ეწვივნენ და ახალი წელი მიულოცეს.
ფადიმე ქათამაძე თავის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, მან თავისი ერთი შვილი მარტოხელა დედამ გაზარდა, მეუღლე მეორე მსოფილო ომში დაეღუპა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, თავისი განვლილი ცხოვრებით ის კმაყოფილია, რაც მას ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ყოველდღიურად ცქერაა.