საკრებულოს წევრებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლები გადმოუთოვლეს

დიდთოვლობასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა აქციაში ჩაერთო. საკრებულოს წევრებმა გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დღეს სოფელ მახოში ტრაგიკულად დაღუპული თენგიზ ნაკაშიძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავი გადმოუთოვლეს, ანალოგიური აქცია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იმ ოჯახებს რომლებსაც არ შეუძლიათ გარკვეული მიზეზების გამო საცხოვრებლი სახლების გადმოთვლა, ახლობლემბა, მეზობლებმა გაუწიონ შესაბამისი დახმარება, რათა სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოსახლეობა უსახლკაროდ დარჩენის საფრთხისგან იხსნან.