საკრებულოს წევრები მინდია დიდმანიძე და სულხან დუმბაძე საახალწლო აქციაში ჩაერთნენ

საკრებულოს წევრები სულხან დუმბაძე და მინდია დიდმანიძე სოფელ თხილნარში, მახოსა და ჭარნალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეწვივნენ და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. დეპუტატებმა 8 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საახალწლო ტკბილეული და სურსათი გადასცეს.