საკრებულოს წევრები მახინჯაურში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს სოფელ მახინჯაურში ე.წ ციტრუსების მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ მოქალქეებთან კონსულტაციები გაიმართა.შეხვედრის მიზანს სოფელ მახინჯაურში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ექიმი ნინო კაკაბაძის სახელის მინიჭება იყო. შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის გურანდა დოლიძის ინიციატივითა და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძის ორგანიზებით გაიმართა.კონსულტაციებში ასევე ჩართული იყო საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე.
ნინო კაკაბაძე მახინჯაურის საექიმო უბნის გამგე იყო, 1941-1945 წლებში სამამულო ომში მამაცური შრომისათვის სახალხო ექიმის წოდება მიენიჭა. 55 წლის განმავლობაში ემსახურებოდა მახინჯაურის მოსახლეობას და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.1948 წელს მახინჯაურის სასოფლო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.
შეხვედრაზე მოქლაქეებმა ნინო კაკაბაძის ღვაწლზე და დამსახურებაზე ისაუბრეს.როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძემ აღნიშნა, საკრებულო უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას ქუჩაზე ნინო კაკაბაძის სახელის მინიჭების თაობაზე.