საკრებულოს წევრები ახალშენში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად მინდია დიასამიძე ქართული ოცნება"დემოკრატიული საქართველო" ფრაქციის თავმჯდომარესთან დავით სამნიძესთან ერთად სოფელ ჯიბინაურში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებული პრობლემები მოისმინა.
შეხვედრისას მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების შედეგად შეირჩა ადგილების სადაც მოსაცდელები და გარე განათების ბოძები განთავსდება.
მოსახლეობასთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ნაკაშიძის ბიუროს თანამშრომლები და მერიის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების სპეცილისტები ესწრებოდნენ.