საკრებულოს სხდომაზე სამ საკითხზე იმსჯელეს

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყარეს კენჭი.
ცვლილება შედის ხელვაჩაურის მერიის დებულებაში. დღის წესრიგით წარდგენილი იყო ასევე 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში. განკარგულების პროექტის თანახმად 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი სამი კვარტლის მონაცემებით შესრულების პროცენტული მაჩვენებელი 82% შეადგენს. სხდომაზე ასევე 2018-2019 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესახებაც იმსჯელეს.- როგორც საკითხის მომხსენებელმა გურანდა დოლიძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა- მალე მუნიციპალიტეტს გენდერული თანასწორობის საკითხებში მიზნობრივი პროგრამაც ექნება, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ, პროგრამაში გასაზღვრული იქნება ის ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობის აქტიურ ჩართვას მოიცავს.
სხდომას წმინდა ტბელ აბუსრებიძის სახელობს უნივერსიტეტის მაგისტრანტები ესწრებოდნენ, რომლებიც სტაჟირებას გადიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში.