საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა

✔️დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა ჩატარდა.
✔️სხდომაზე წარდგენილ განკარგულების პროექტს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და საამშენებლო სამუშაოების (desing buala-DB კონცეფციით)შესყიდვის ხელშეკრულების დადებაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემას გულისხმობდა, საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
✔️სხდომას მუნიციპალიტეტის მერი და უმაღლესი საბჭოს ვიცე–სპიკერი ესწრებოდნენ.