საკრებულოს მორიგი სხდომა 25 აპრილს ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 25 აპრილს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.
სხდომის დღის წესრიგი
✅1.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ”.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
✅2.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ თხილნარში მდებარე 6162 კვ.მ, სოფელ მახოში მდებარე 3304 კვ.მ. და სოფელ ჭარნალში მდებარე 10 271 კვ.მ. მიწის ნაკვეთების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ”ხელვაჩაურის სასაფლაოები”-სათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და გადასაცემ ქონებაზე ”სასაფლაოს სტატუსის” მინიჭების შესახებ.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
✅3. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასხლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი
✅4.განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ”.
მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
5. სხვადასხვა;