საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები სოფელ წინსვლაში

დღეს, ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის წევრებმა სოფელ წინსვლაში არსებული ქუჩის სახელდებისა და დამისამართების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
✔კომისიის წევრებმა მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელეს წინსვლაში ერთერთი ქუჩისათვის, ღვაწლმოსილი გენერლის მემედ ცინცქილაძის სახელის მინიჭების შესახებ.
✔კონსულტაციის შედეგებზე საკრებულოს წევრები უახლოეს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
✔აღნიშნული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების ინიციატივა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ საკრებულოს მიერ განსახილველად გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში სამთავრობო კომისიას.