საიუბილეო, საანგარიშო შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

საიუბილეო, საანგარიშო შეხვედრა ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა საიუბილეო, საანგარიშო შეხვედრა. მოეწყო პრეზენტაცია სადაც წარმოდგენილი იქნა ახალგაზრდობის ცენტრის 2018 წლის ანგარიში, ნაჩვენები იქნა ახალგაზრდობის ცენტრის წევრების მონაწილეობით გადაღებული ვიდეო - რგოლი. ასევე მოეწყო გასართობ - შემოქმედებითი პროგრამა ანიმატორთან ერთად. შეხვედრას 70 - მდე პირი ეწრებოდა, მათ შორის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლები.