საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პინი". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლად მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთათვის ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესაბამისი ასპექტების გაცნობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები.
შეხვედრა ა/ო ,,ქართველ მუსლიმთა კავშირის’’ ორგანიზებით გაიმართა.