საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი ტური მაჭახელას ეროვნულ პარკში

2017 წლის 09 ივნისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოეწყობა საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი ტური მაჭახელას ეროვნულ პარკში.
დღის განმავლობაში ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ზოგადი მიდგომების, დაცული ტერიტორიების არსებული პრაქტიკის,
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში ფოტოხაფანგების გამოყენების, კვალზე მიყოლა/იდენტიფიცირების, GPS- ების გამოყენებისა და დანიშნულების შესახებ. ისინი ასევე გაეცნობიან: ტურისტული ბილიკების პოტენციალს და დატვირთვას. ტურის დასკვნით ნაწილში ჩატარდება ვიქტორინა თემებზე: დაცული ტერიტორიების სახეები და კატეგორიები, მცენარეების სახეობები, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და ცხოველები. ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.
მონაწილეობა: ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტეში მცხოვრებ 14-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს
რეგისტრაციისთვის: შეავსეთ აპლიკაცია და გამოაგზავნეთ 2017 წლის 01 ივნისიდან 07 ივნისის ჩათვლით. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდებს, აპლიკაციის ბოლო შეკითხვაზე პასუხის შინაარსის გათვალისწინებით
საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური ერთდღიანია.
9 ივნისი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე
დღის განმავლობაში გათვალისწინებულია მონაწილეების ლანჩით უზრუნველყოფა
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851457
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScVV1EAUJOX1BDt9x-t1gem6jjwR-Hl7XcPIYfcPdvBHn_zFw/viewform