საჯარო ლექცია "გენდერი და სტერეოტიპები".

2018 წლის 21 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "გენდერი და სტერეოტიპები", რომელიც მოხალისეობრივ საწყისებზე წაიკითხა ლონდონის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ვანდერბილტის უნივერსიტეტების განათლების მაგისტრმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსმა ნაცო ბერიძე - გაბაიძემ.
შეხვედრას დაესწრო 30 ადგილობრივი ახალგაზრდა.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მადლობას უხდის ქალბატონ ნაცოს #მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.