საახალწლო სპექტაკლის ჩვენება ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წინა საახალწლო საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. დღეს საახალწლო სპექტაკლის ჩვენაბა გაიმართა კულტურის ცენტრში, რომელმაც პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლში ამავე ცენტრის შემოქმერდებითი დასი მონაწილეობდა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფოროსი ქეთევან დევაძე ესწრებოდა. საზეიმო სპექტაკლის ჩვენების დასრულების შემდეგ ბავშვებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისგამ საჩუქრად ტკბილეული გადაეცათ.