რეზო თავართქილაძის 80 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

დღეს ხელვჩაურის მუნიცპალიტეტის, მახოს საჯარო სკოლისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით რეზო თავართქილაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ბატონი რეზოს კულტურაში სფეროში მოღვაწეობიდან უკვე 60 წელი გავიდა.
ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე და გამგეობის თანამშრომლები. დღეს იუბილარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საიუბილეო საღამოში მახოს საჯარო სკოლის ინდივიდუალური შემსრულებლები, მახოს კლუბის ქორეოგრაფიული ანსაბლები და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.