ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერის კონკურსი ხელვაჩაურში

2017 წლის 10 მაისს ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერის კონკურსის ფინალური ტური ჩატარდა.აღნიშნული კონკურსი მეორე წელია ტარდება.