ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა

ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა

დღეს, ხელვაჩაურში ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, მას ჯგუფის თერთმეტივე წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს 2019 წელს გენდერული თანასწორობის კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თერთმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიგეგმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან, რომლის მთავარ მიზანს გენდერული თანასწორობის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 
დღევანდელი შეხვედრა მერის რეფერენტის გენდერულ საკითხებში - მაგდა მალაყმაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.