პროფკავშირებმა საჯარო მოხელეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

ხელვაჩაურის პროფესიულმა გაერთიანებამ მუნიციპალიტეტში დასაქმებულებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულითა და ტრადიციული სასმელით მიულოცა.სადღესასწაულო ტკბილეულის ნობათი ხელვაჩაურის პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელმა ნარგიზ ციმნარიძემ დღეს 280 საჯარო მოხელეს გადასცა. ანალოგიურ ღონისძიებები გაზაფხულის დღესასწაულთან, საახალწლოდ და საშობაოდ პროფკავშირების ინიციატივითა და ორგანიზებით ყოველწლიურად ხორციელდება.