პროფკავშირებმა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალბატონებს საჩუქრები გადასცა

ხელვაჩაურის პროფესიულმა გაერთიანებამ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და პროფკავშირების ხელმძღვანელმა ნარგიზ ციმნარიძემ მანდილოსნებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ანალოგიურ ღონისძიებას ხელვაჩაურის პროფკავშირები მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველწლიურად მართავს.