პროფკავშირებმა მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

პროფკავშირებმა მერიაში დასაქმებულ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ხელვაჩაურის პროფესიულმა გაერთიანებამ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. ხელვაჩაურის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ნარგიზ ციმნარიძემ მანდილოსნებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ქალთა საერთაშორისო დღე ქალბატონებს მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და პირველმა მოადგილემ ზვიად ხალვაშმა მიულოცა. ანალოგიურ ღონისძიებას ხელვაჩაურის პროფკავშირები მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველწლიურად მართავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აჭარის რეგიონში მოქმედ მუნიციპალიტეტებს შორის პროფკავშირებს ხელვაჩაურის მერიიდან ყვერლაზე მეტი წევრი ჰყავს.