პოეზიის საღამო ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

პოეზიის საღამო ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პოეზიის საღამო მოეწყო. საღამოზე მოწვეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი,პოეტი - გულიკო გაბაიძე. ასევე, პოეტი ნაზი აბაშიძე და ჟურნალ "მწიგნობარის" წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ახალგაზრდა დამწყებ პოეტებს შესაძლებლობა მიეცათ წაეკითხათ საკუთარი ლექსები და გაეცნოთ ფართო საზოგადოებისთვის. პოეზიის საღამოზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 30 ახალგაზრდა დამწყები პოეტი მონაწილეობდა.