პეტიციების განსახილველად სხდომაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დეპუტატებმა 19 საკითხე იმსჯელეს.
სხდომაზე პირველივე საკითხად საკრებულოს რეგლამენტი იყო წარდგენილი. რეგლამენტი თვითმმართველობის კოდექსთან და სხვა კანონქვენდებარე აქტებთან იქნა შესაბამისობაში მოყვანილი.დღესვე საკრებულოს რეგლამეტთან ერთად მერიის დებულებაც დამტკიცდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრები გურანდა დოლიძე და ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე ინიციატივით წარსდგნენ. ინიციატივა სოფელ ახალსოფელში მდებარე საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას შეეხებოდა, როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ განაცხადა აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში იქნება აყვანილი და უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღის ეზო კეთილმოეწყობა.
მოქალაქეთა მიერ საკრებულოში შემოტანილი პეტიციების განსახილველად სხდომაზე დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა რომელიც, უახლოეს პერიოდში პეტიციების მიზნობრიობას შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.
ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაში.ახალი საშტატო ნუსხის თანახმად უახლოეს მომავალში მერიას ადმინსტრაციული ერთეულებთან ურთიერთობის 11 სპეციალისტი ეყოლება. დადგენილების თანახმად შეიქმნება ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური.
დღესვე სხდომაზე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 2017 წელს გაცეული მუსაობის შესხებ ანგარიში წარადგინა.ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეფასდა.