ორთაბათუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ორთაბათუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს


სოფელ ორთაბათუმის ცენტრში აქტიურად გრძელდება 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა . 
სამუშაებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კომპანიონი“ ასრულებს, სადაც დასაქმებულია ადგილობრივები. შენობა ორ სართულიანი თანამედრო სტანდარტების შესაბამისი იქნება, სადაც 6 ჯგუფი იფუნქციონირებს. პროექტის ღირებულება: 817 000 ლარი. 
ამჟამად ხელვაჩაურში 18 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, აქედან 15 ფუნქციონირებს. 3 საბავშვო ბაღი კი მიმდინარე წელს გაიხსნება.