ორთაბათუმში ფერდსამაგრ სამუშაოებს გამგებელი გაეცნო

ორთაბათუმში ფერდსამაგრ სამუშაოებს გამგებელი გაეცნო

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ორთაბათუმში განხორციელებულ ფერდსამაგრ სამუშაოებს გაეცნო.  

  დღეის მდგომარეობით არსებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტში 75-მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, 30 ობიექტზე კი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 100-ზე მეტი ფერდსამაგრი სამუშაოს განხორციელება, რისტვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარია გამოყოფილია.