ორთაბათუმის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს მერი გაეცნო

ორთაბათუმის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს მერი გაეცნო

სოფელ ორთაბათუმის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ხელავაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მოადგილესთან კახა ფუტკარაძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ორთაბათუმის ბაღში შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მუშაობის ტემპის მონიტორინგი განახორციელეს.
ობიექტზე სამუშაების მეორე ეტაპს ტენდერში გამარჯვებული შპს „მარდი“ აწარმოებს, სადაც დასაქმებულია ადგილობრივები. შენობა ორ სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, სადაც 6 ჯგუფი იფუნქციონირებს. 
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 194 190 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 4 თვეში უნდა დასრულდეს. 
ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 1863 აღსაზრდელი ირიცხება.