NIMD-ის პროგრამის პრეზენტაცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, დღეს NIMD ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენელმა თამარ მამეიშვილმა, პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების მიღებას წელს უკვე მეექვსედ აცხადებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ პედაგოგები, გამგეობის, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს, პედაგოგები ესწრებოდნენ. დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. გარდა სატრენინგო პროგრამისა კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას ღებულობენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში, დემოკრატიის ბანაკში და სხვა ღონისძიებებში. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 28 ივლისია. აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: school.nimd.ge