ნადიმ ვარშანიძე მარადიდის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან ერთად მარადიდის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებს მუნიციპილატიტის პირველი პირი კომპანია „აჭარ ენერჯი-2007-ის“ წარმომადგენლებთან შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დაჰპირდა. საუბრის თემა ჰესების მშენებლობათან დაკავშირებით კომპესაციების გაცემის საკითხი და ოჯახის წევრთა საფლავების სხვა ტერიტორიაზე გადატანის საკითხი იყო. შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა, საქართველოს პარლამენტის ბიური და გამგეობა ერთობლივად მუშაობს.