მუნიციპალიტეტში მეწარმეთა შესახებ არსებული ბაზის განახლება იწყება

მუნიციპალიტეტში მეწარმეთა შესახებ არსებული ბაზის განახლება იწყება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მერაბ მიქელაძე და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში („ქალთა ოთახის“ კოორდინატორი) მაგდა მალაყმაძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეწარმეების შესახებ არსებული ინფორმაციული ბაზის განახლების აუცილებლობაზე. ამ მიმართულებით დამუშავებულ ინფორმაციას 11–ვე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენი 2 კვირაში წარმოადგენს. 
დღესვე სოფლად მცხოვრები ქალბატონების გააქტიურების მიზნით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარების გეგმა გაიწერა.