მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების პროგრამებში ქცევისა და ეთიკის ნორმები განიზასღვრა

მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების  პროგრამებში  ქცევისა და ეთიკის ნორმები განიზასღვრა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს უყარეს კენჭი.

   სხდომაზე  ადრეული აღზრდისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურებაში  ცვლილებები შევიდა, ცვლილება  სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების, პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს შეეხო.აღნიშნული დადგენილების მიღება საქართველოს კანონში „ადრეული აღზრდისა და განათლების შესახებ“ გათვალისწინებულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

დეპუტატებმა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულებასაც უყარეს კენში, ბიუჯეტის ფაქტიურმა შემოსავლებმა სამ კვარტალში 13 511 891 ლარი შეადგინა, გადასახადების გეგმა კი შესრულებულია 6 058350 ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის   სამი კვარტლის ანგარიში დადებითად შეფასდა.

სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი ელექტრონული აუქციონის გზით შემდგომი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ  შედეგი ობიექტები: სოფელ სარფში საზოგადოებრივი ცენტრის შენობაზე არსებული ფართი   სარეკლამო დაფის განთავსების მიზნით.

სოფელ ახალსოფელში 208, 2385, 25 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სოფელ განთიადში მდებარე 19167 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეტიდან 20 კვმ მიწის ფართი.