მუნიციპალიტეტის მერმა კაპრალ მინდია აბაშიძის საფლავზე გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

მუნიციპალიტეტის მერმა კაპრალ მინდია აბაშიძის საფლავზე გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ თხილნაში, კაპრალ მინდია აბაშიძის საფლავზე გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაურის მინდია აბაშიძის ოჯახს გადაეცემა ფულადი თანხა 3 000 ლარის ოდენობით. კაპრალი მინდია აბაშიძე 2012 წელს ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს დაიღუპა. 2018 წლის 27 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო 104 636 ლარი გმირის საფლავთან მისასვლელი გზის მოსაპირკეთებლად. ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუშაობს სოფელ თხილნარში ერთ-ერთი ქუჩისთვის გმირის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.