ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი დღეს კულტურის ცენტრში არსებულ სამუშაო გარემოს გაეცნო. ჯუმბერ ვარდმანიძემ ცენტრის დირექტორისგან მოისმინა ინფორმაცია კულტურის ცენტრის შემოქმედებითი დასის მუშაობასთან დაკავშირებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა კულტურის ცენტრის დირექტორსა და მერიის კომუნარი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა დაუყონებლივ მოხდეს კულტურის ცენტრის წინა ფასადის მოწესრიგება. შენობის შესასვლელთან დაუდგენელი პირების მიერ კედლების დაზიანება მოხდა. აღნიშნული ხარვეზი მიმდინარე წლის 25 დეკემბრისთვის აღმოფხვრილი იქნება.