მუნიციპალიტეტის მერი და ახალშენის მაჟორიტარი მოსახლეობას შეხვდა

ახალშენის თემში მცხოვრები მოსახლეობის პორობლემები მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდია დიასამიძემ მოისმინეს.მოსახლეობის მიერ დასმული საკითხი, რომელიც სოფელ ახალშენში მინის სტადიონის მოწყობას ითვალისწინებდა, მერის გადაწყვეტილებით პროექტის მომზადება საპროექტო სამსახურს დაევალა, ხოლო რაც შეეხება სასმელი წყლის ჭაბურღილზე დებეტის დამატებას, შესაბიმისი სამსახური შეისწავლის და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. მოქალქეთა ნაწილი განახლება-კურცხალიძეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის დაბეტონებას მოითხოვდა და შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე 20კბმ ბეტონი გამოიყოს.