მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1009152 ლარით გაიზარდა

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1009152 ლარით გაიზარდა
1009152 ლარით გაიზარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. ბიუჯეტში ცვლილებებს დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა.ცვლილებების თანახმად ბიუჯეტში ფინანსური აქტივების ნაშთის გამოყენების შედეგად გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისათვის 270625 ლარი გამოიყო, მუნიციპალიტეტში არსებული ამბოლატორიების რემონტისათვის კი 150420 ლარია გათვალისწინებული, რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, თხილნარში, ფერიაში, ახალშენში და სამებაში წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად დამატებით 97500 ლარი გამოიყო.ცვლილებების თანახმად სოფელ ახალშენში მინი სპორტული მოედანი მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 76962 ლარი დაიხარჯება.
დღესვე სხდომაზე განკარგულების პროექტებით დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ შემოტანილი 5 პეტიცია, სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აშენების საკითხი, სოფელ ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოეწყობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში, სადაც პეტიციის წარმოდგენის დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებით დამისამართება გაკეთებულია, აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხი და სოფელ წინსვლაში #20 ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ მახოში კულტურული ცენტრის (კლუბის) აშენების საკითხი, აღნიშნული პეტიციების მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია და ხუთივე პეტიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლის ბიუჯეტის თანხებით განხორციელდება.
სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქარათველოს პარლამენტის წევრის ილია ნაკაშიძის ბიუროს ხელმძღვანელი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.