მუნიციპალიტეტის 17- ვე საბავშვო ბაღში მონიტორინგი უკვე დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძელთა დაცვის სამსახურმა და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიამ მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღში მონიტორინგი უკვე დაასრულა. კომისიის წევრებმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წყალის, სანიტარიის და ჰიგიენის ნორმები შეამოწმეს. ასევე მონიტორინგის ფარგლებში მოხდა ბაღებში სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ინსტრუმენტის კითხვარების შევსება და სხვა საკითხვების ჩანიშვნა, რომლის შესწავლაც მოხდება. ამ ეტაპზე ყველა ბაღში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული კომისია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მონიტორინგის ინსტრუმენტის საფუძველზე შეიქმნა.