მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წყალსადენების, ავზების, ჭაბურღილებისა და მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წელს ხორციელდება ყველაზე მსხვილი გარდამავალი პროექტი. ამჟამად მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.     უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტდან 3 296 921 ლარია გამოყიფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მშენებელმა 80“-ი აწარმოებს, რომელმაც სამუშაოები 2 წელიწადში უნდა დაასრულოს.