მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოები გრძელდება

მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოები გრძელდება

  მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენზე სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად 2000-მდე ოჯახს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალი მიეწოდება. უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტდან 3 296 921 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კლასიკ სტროი“ აწარმოებს, რომელმაც სამუშაოები 2018 წლის თებერვალში უნდა დაასრულოს. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს წყალსადენების, ავზების, ჭაბურღილებისა და მაგისტრალების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ამჟამად სოფლებში: ერგეში, კაპრეშუმში, ჭარნალში, კობალეთში, ზანაქიძეებში, კაბანდიბის დასახლებაში, ახალსოფელში, კიბეში, თხილნარში, მირვეთში, მახინჯაურში, მარადიდში და განთიადში სამუშაოები მიმდინარეობს.