მოსაცდელების მოწყობა ხელვაჩაურში

მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობა დაიწყო. 11 ადმინისტრაციულ ერთეულში ჯამში 40 მოსაცდელი მოეწყობა. ამჟამად, სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს სოფ. ახალსოფელში, მახოში, ჭარნალსა და თხილნარში, სადაც მთლიანობაში 14 მოსაცდელი აშენდება. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს შპს „თამუნა“. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 149 954 ლარს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.